თამარაშვილის ქუჩაზე შეჯახების შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა – დაშავებულია ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – თამარაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ​276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშივიხილავთ თუ არა თბილისიდან ამოღებულ ყვითელ ავტობუსებს სხვა ქალაქში?!
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს უკრაინაში გასამგზავრებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვს