თამარ ჟვანიასთან კითხვები არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ ცესკო საარჩევნო პროცესს კანონის შესაბამისად მართავს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 15:55

თამარ ჟვანიასთან კითხვები არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ ცესკო საარჩევნო პროცესს კანონის შესაბამისად მართავს

თამარ ჟვანიასთან ჩვენ კითხვები არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ ცესკო საარჩევნო პროცესს კანონის შესაბამისად მართავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ინტერპელაციის პროცედურა დარეგულირებულია კანონით და ინტერპელაცია გაიმართება ამ თვეში, მაისის ბოლო სასესიო კვირას, პარასკევ დღეს.

„კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, დაიბაროს ნებისმიერი ანგარიშვალდებული პირი და მე მგონი არჩევნებიდან გამომდინარე, თუკი მათ კითხვები აქვთ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ეს კითხვები მათ შორის, პლენარული დარბაზიდან დასვან. ჩვენ კითხვები ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს საარჩევნო პროცესს კანონის შესაბამისად. ეს დაადასტურეს გუშინ მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც თქვეს, რომ არანაირ დარღვევას დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში ადგილი არ ჰქონია, რადგან არ არსებობს ნორმები, რომლებზეც მიუთითებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და, რომელზეც აპელირებდა თითქოს არ შეიძლება ამ დოკუმენტაციის გადაცემა და ა.შ. არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში ყოველთვის, როდესაც არჩევნები ფასდება, ყველაზე მაღალ შეფასებას სწორედ იღებს საარჩევნო კომისია, როგორც სწორად და კანონიერად გამართულად წარმმართავი საარჩევნო პროცესების.

„რასაც ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში არის ის, რომ მიზანი არის სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და პირველ რიგში საარჩევნო კომისიის. სხვას არაფერს შეიძლება ემსახურებოდეს ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა ჯერ კიდევ გუშინწინ მასალების გადაცემასთან დაკავშირებით. შევარდნა ოლქის შენობაში, სხდომის ჩაშლის მცდელობა და ა.შ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან საარჩევნო კომისიას აკისრია არა რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობები, არამედ აკისრია პასუხისმგებლობა, რომ წარმართოს საარჩევნო პროცესი კანონის შესაბამისად. ამის საშუალება უნდა მისცეს ყველა მონაწილე სუბიექტმა, მათ შორის, ოპოზიციამ და ვხედავთ ყველანაირ მცდელობას, რომ პროცესი ჩაშალონ, რის უფლებასაც ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივცემთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 15:55

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics