თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება

ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ახლად არჩეულ პრეზიდენტს მსჯელობა მოუწევს, სწორედ თავმჯდომარის კანდიდატურა იქნება

მოქმედი კანონმდებლობით, ახალი კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეშვიდე დღისა უნდა წარუდგინოს. სამი შეთავაზებული კანდიდატიდან ერთი კი უკვე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა ორი მესამედით უნდა აირჩიონ.

ჯერ უცნობია, იბრძოლებს თუ არა ამ პოსტზე მეორე ვადით დარჩენისთვის თამარ ჟვანია. ცესკო-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ის მხოლოდ საარჩევნო პროცესითაა დაკავებული.

„საერთოდ არ ვფიქრობ ჩემს ვადაზე, ვიდრე საარჩევნო პროცესი არ დასრულდება. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ახლა არის არჩევნების პროცესის კარგად დასრულება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი პატრიარქს ხვდება