თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

“საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი,სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ექნება საკუთარი საარჩევნო უფლების თავისუფლად რეალიზების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისების და საარჩევნო პროცესის მთლიანობის უზრუნველყოფას”- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკო-ს ინფორმაციით, 12 აგვისტოს მდგომარეობით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 510 514 შეადგენს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ სიახლეების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ცესკო საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცესკო-ში ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაციას ნებისმიერ მსურველს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას.

რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი. 28 პარტიას კი უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა : გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება
შემდეგი სტატია“გირჩი” ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რომ ბიძინა გეგიძე ვაკის საარჩევნო ოლქიდან მოხსნან