“თამარ ჟვანია შეჩვეულია „ქართული ოცნების“ დაკვეთების შესრულებას,” – გიორგი გუგავა

 

„ეს მიმართვა ითვალისწინებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები დააკომპლექტონ ღია, საჯარო პროცედურებით,“ – ეს განცხადება საქართველოს “ლეიბორისტული” პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ ოპოზიციური პარტიების მიმართვასთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს.ისინი საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

გუგავას განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, „ქართული ოცნების“ მითითებებს ასრულებს.

„ეს მიმართვ ითვალისწინებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები დააკომპლექტონ ღია, საჯარო პროცედურებით და არ შეყარონ მანდ ქოც-გამყალბებლები, მაგრამ, მეტი არაა ჩემი მტერი, ეს შეასრულოს ჟვანიას ქალმა. ის შეჩვეულია „ქართული ოცნების“ დაკვეთების შესრულებას, არჩევნების ტოტალურ გაყალბებას. ამაში იღებს მილიონებს. გაკეთდა შავი დედალივით და ამდენად, ის თავის გამყალბებელ კორპორაციასთან ერთად, მისაცემია პასუხისგებაში,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

“ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი კიკნაველიძე კი აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები პროფესიული წრეებიდან უნდა დაკომპლექტდეს.

„არ გავა საარჩევნო წელი, რომ რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივმა დამკვირვებელმა, ყველამ ერთად არ აღნიშნოს ეს პრობლემა, რასაც ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. დაკომპლექტების ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ ხაზს და სადაც სამწუხაროდ, პროფესიონალებს მაგივრად, ჩვენ ვხედავთ პარტიულ მუშაკებს და ეს გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმაც დაადასტურა. აქედან გამოსავალი არის მარტივი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება, რომ მისი მიზანია, რომ პროფესიული წრეებიდან იყოს დაკომპლექტებული საუბნო საარჩევნო კომისიები,“ – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში კიდევ ერთხელ გამოკითხავენ