თამარ ჟვანია: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გათვალისწინებული

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხა სხვადასხვა მიმართულებებისთვის არის გათვალისწინებული. კერძოდ, გათვალისწინებულია საარჩევნო ადმინისტრაციის, საუბნო კომისიების წევრების ანაზღაურების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების, სატელევიზიო ეთერში პარტიების რეკლამებისთვის, სხვადასხვა სახის ტრენინგებისთვის ხარჯები.

„საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად მომზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, უკვე ძალიან ბევრი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების ტრენინგები ჩავუტარეთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე იურისტების ტრენინგი მიმდინარეობს, ამავდროულად ჩვენ ძალიან ბევრ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებს უფრო მეტად მომზადებული შევხვდებით, ვიდრე აქამდე“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ერთ-ერთი პირველი ახალი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, არის ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია
შემდეგი სტატიაIDFI – 2015-2017 წლებში საქართველოს 11 428 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელა