თამარ ჟვანია : მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე საკმარისი ვადით ადრე საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა იწყება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე საკმარისი ვადით ადრე საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა იწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი აღსანიშნავია იქიდან გამომდინარეც, რომ საფიქრალია იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე ანგარიშში აისახა.

„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია და ნამდვილად არის შესაძლებლობა გაუმჯობესებისთვის. მოლოდინი მაქვს, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსენსუსით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაციას, თავის მხრივ, გარკვეულწილად ექსპერტის როლი ექნება. ჩვენ რეკომენდაციები პროცედურულ-ტექნიკურ საკითხებზეც გვექნება. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის ფორმატები კარგი წინაპირობაა, რათა საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესდეს. ეს კი, არჩევნების კარგად ჩატარების წინაპირობაა“, – თამარ ჟვანიამ.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : ჩვენი და აშშ-ის მთავრობების ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ხელი შევუწყოთ საარჩევნო მიმართულებით საკითხების გაუმჯობესებას