თამარ ჟვანია – კითხვის ნიშანი მქონდა ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამის გაშვებასთან დაკავშირებით

news
ავტ.: news აგვისტო 16, 2016 14:49

თამარ ჟვანია – კითხვის ნიშანი მქონდა ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამის გაშვებასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანი

  • ”კანონმდებლობის თანხმად, ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” არჩევნებამდე 50-დღით ადრე წარმოეშვება ვალდებულება, გამოყოს საეთერო დრო სხავადასხვა საარჩევნოს სუბიექტებისთვის. აღნიშნული საკითხი კომუნიკაციების კომისიის ზედამხედველობის თემაა და ალბათ კომისია უფრო მეტ პასუხს გასცემს”, - განაცხადა დღეს თამარ ჟვანიამ.

სხვა სტატიები

კითხვის ნიშანი მქონდა პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამის გაშვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

”კანონმდებლობის თანხმად, ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” არჩევნებამდე 50-დღით ადრე წარმოეშვება ვალდებულება, გამოყოს საეთერო დრო სხავადასხვა საარჩევნოს სუბიექტებისთვის. აღნიშნული საკითხი კომუნიკაციების კომისიის ზედამხედველობის თემაა და ალბათ კომისია უფრო მეტ პასუხს გასცემს”, – განაცხადა დღეს თამარ ჟვანიამ.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გაშვებული საარჩევნო კლიპში ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას დაპირდა.
ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, ”ცენტრისტები” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა.

news
ავტ.: news აგვისტო 16, 2016 14:49