თამარ ჟვანია : გადავწყვიტე არ გავასაჩივრო და აღვასრულო სასამართლოს გადაწყვეტილება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პირველი კომენტარი გააკეთა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ბათილად ცნო ცესკო-ს დადგენილება „მრეწველები – ჩვენი სამშობლოს“ ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.

როგორც თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასამართლომ უფრო სხვანაირად განმარტა კანონი და მას ჰქონდა ამის უფლება, ვიდრე ეს შეუძლია ცესკო-ს თავმჯდომარეს. მისი თქმით, მოსამართლემ კანონის დამატებითი განმარტებებით საკმარისად ჩათვალა „ მრეწველები- ჩვენი სამშობლოს“მიერ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი დოკუმენტები.
„მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი და ზოგადად, სასამართლო, როგორც კანონშემოქმედი და მოსამართლე, არის გაცილებით მაღალი, ფართო უფლებებით აღჭურვილი და ცესკო-ს თავმჯდომარე ნამდვილად ვერ განმარტავდა კანონმდებლობას ისე, როგორც ამის უფლებამოსილება გააჩნია მოსამართლეს. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების დღემდე დარჩენილია სულ რაღაც 24 დღე, ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოც მიიჩნევს, რომ არსებობს ხარვეზის დადგენისთვის და საარჩევნო სუბიექტის რეგიტრაციისთვის შესაბამისი ვადები , მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ, განვახორციელებ და აღვასრულებ მას“ აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ცესკო-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ პარტიების საბოლოო რეგისტრაციის ბოლო ვადა 18 სექტემბრამდეა, ამიტომ ბლოკი „მრეწველები- ჩვენი სამშობლო“ გაივლის ყველა პროცედურას, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.
„ისინი გაივლიან ყველა იმ პროცედურას, რომელიც არის რა თქმა უნდა, ხარვეზის დადგენიანად და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე ბოლო ვადა არის 18 სექტემბერი და ჯერ-ჯერობით რეგისტრაციის პროცედურები უნდა განხორციელდეს. როგორც წესი, ხარვეზები არის ხოლმე ტექნიკური სახის, ძალიან მცირე ტიპის, ამ ხარვეზის გამოსწორებისთვისაც ამიტომ არსებობს ვადა და მე პირდაპირ გეტყვით, იმ 27 სუბიექტიდან, რომელიც შემოსული იყო, 23-ს ხარვეზი დაუდგინდა. ხარვეზის პროცედურა ჩვეულებრივი ამბავია და არამგონია, ამან რაიმე გართულება გამოიწვიოს.„- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსის ბრალდებებს ადგილობრივი ხელისუფლება პასუხობს
შემდეგი სტატიაკამპანია “ეს შენ გეხება” სახელმწიფოს მოუწოდებს, უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას