თამარ ჟვანია და ცესკოს მოქმედი და ყოფილი წევრები სასამართლოში დაიკითხებიან

21 აგვისტოს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ცესკოს წინააღმდეგ “საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ 18 წევრის სარჩელის განხილვას.

როგორც „თაიმერს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ აცნობეს, აღნიშნულ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ცესკოს თავმჯდომარე და ყველა ის პირი, რომლებიც 2016 წლის თებერვლის მდგომარებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

„მოსარჩელეები სასამართლოში დავობენ, რომ 2016 წლის თებერვალში ჩატარებული კონკურსის დროს ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად მათ არჩევაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით (პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით) უთხრა.
აღსანიშნავია, რომ ცესკომ მითითებულ კონკურში „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ არც ერთი წევრი არ შეარჩია. ამასთან, ის პირი, რომელმაც კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა პროფესიული კავშირი, არჩეულ იქნა კომისიის წევრად.

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

banner
წინა სტატიაშიისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულები საკუთარ საქონელს ნაგავში ყრიან
შემდეგი სტატიაკახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს