თამარ ტალიაშვილი – შეუძლებელია, წინასაარჩევნო პერიოდში საბავშვო ბაღების მონიტორინგი არ განვახორციელოთ

დედაქალაქის საკრებულოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ ბაღების დირექტორები მონიტორინგის მასალების გათვალისწინებით გაათავისუფლეს. ტალიაშვილი თემის პოლიტიზების შესახებ საუბრობს.

„ძალიან უცნაურია განცხადება იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც, მაგალითად, 2012 წელს ჩუღურეთში მდებარე 132-ე ბაგა-ბაღი დახურეს – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სადაც შტაბი ჰქონდათ გახსნილი. ბუნებრივია, ეს ბაგა-ბაღი დავუბრუნეთ ბავშვებს და იქ 300-ზე მეტი ბავშვი იღებს აღზრდასა და განათლებას.

მონიტორინგი ყველა თვეში ხდება. რა თქმა უნდა, გათავისუფლების თემა არ არის ადამიანურად მარტივი საკითხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბავშვების კვების, ჰიგიენის თუ უსაფრთხოების საკითხები არ შეიძლება, დინებას მივცეთ და არ განვახორციელოთ ამ მიმართულებით კონტროლი და მონიტორინგი“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორები სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის საკვების მოპარვის მიზეზით გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტი-„ვიონი საქართველო“ – ახალი პერსპექტივა სტუდენტებისათვის
შემდეგი სტატია“ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამქვეყნად არ არის” – გრიგოლ ვაშაძე