თამარ სულაძე: მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტიკური პიარისთვის დააკავეს, რათა “გაეშავებინათ მეორე ძალა

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტიკური პიარისთვის დააკავეს, რათა “გაეშავებინათ მეორე ძალა.”

“ეს არის დიდი უსამართლობა, არის ზევიდან მართული, ვიცით, რომ პოლიტიკურად მართულია. არის აგებული პოლიტიკური პიარისთვის, რომ ხმები მოეპოვებინათ, გაეშავებინათ მეორე ძალა და თვითონ აეღოთ მეტი ხმა. ამ დროს, სრულიად უდანაშაულო ხალხი მსხვერპლად გაიღეს ამისათვის.

ეს საქართველოს სირცხვილია, როცა პატრიოტ ადამიანს, რომელსაც თავისი ქვეყნის სიყვარულის მეტი არაფერი გაუკეთებია და რომელიც თავის ქვეყანაზე ზრუნავდა, პატიოსნებითა და სიალალით გამორჩეულია, ციხეში სვამენ, რომ რამდენიმე ხმა მოიგონ აგორებული პიარის გამო.” – ამბობს თამარ სულაძე.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია: ვინ არის მამა კირიონი, რომ მისთვის ჩაებარებინა კომისიას ანგარიში? თუ არ გაჩუმდება ,,უხრწნელი” გულის ისტორიასაც შევახსენებ…
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა