თამარ სანიკიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეხმაურება სოხუმის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ადგილი ჰქონდა საგანმანათლებლო სივრცისთვის ყოვლად შეუფერებელ ქმედებებს.

მინისტრისთვის მოვლენების მსგავსი განვითარება მიუღებელია და სტუდენტებს, ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს მოუწოდებს პატივი სცენ უნივერსიტეტს, რათა საგანმანათლებლო პროცესები შესაფერის გარემოში წარიმართოს.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებლები კონკრეტულ საკითხებს მინიჭებული ავტონომიურობის ფარგლებში ახორციელებენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ერევა მათ მუშაობაში, თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ სამინისტრო პროცესების ზედამხედველია და კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს.

მინისტრი მიმართავს ყველა მხარეს დაიცვან კანონი და პატივი სცენ ერთმანეთს, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშირაგბის კავშირი საპრეზიდენტო კანდიდატების გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიარუსეთში ფრთიანი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა