თამარ სანიკიძე: საარჩევნო სიებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულზე საუბარი მიჭირს

tamar-sanikidze

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, რაიმე კონკრეტულზე საუბარი მიჭირს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი იცის.

„სხვადასხვა ვერსიები მასმედიის საშუალებით ვრცელდება. რაიმე კონკრეტულზე საუბარი მიჭირს. არ მიმიღია მონაწილეობა და არც ცნობად მაქვს მიღებული ინფორმაცია, რომ რაიმე სია დღეისათვის დაზუსტებული არსებობს“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

აღნიშნული კომენტარი განათლების მინისტრმა გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი ვერსიით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არჩილ თალაკვაძის, გიორგი უძილაურის და მიხეილ დუნდუას კანდიდატურები განიხილება.

banner
წინა სტატიაშიშოთა მალაშხია: „რესპუბლიკელები“ და პარტია „ქართული ოცნება“ კარგა ხანს იჭიდავებენ
შემდეგი სტატია”ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით”