ISIS-ის მორიგი სამიზნე შესაძლოა ევროპის საზღვაო კურორტები გახდეს

ისლამური სახელმწიფოს მორიგი სამიზნე შესაძლოა ევროპის სანაპირო კურორტები გახდეს. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტალიის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ ISIS-ის ტერორისტები თავდასხმების სერიას საფრანგეთის სამხრეთის სანაპიროებზე, ესპანეთის ტურისტული რეგიონში – კოსტა დელ სოლში და იტალიის სანაპიროებზე გეგმავენ.

იტალიელი ძალოვანების განცხადებით, ინფრომაცია ტერორისტების გეგმის შესახებ სანდო წყაროებიდან მოიძიეს და შესაბამის ზომებზე მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, არსებობს ტერაქტების საფრთხე ISIS-ის მოკავშირე დაჯგუფება ბოკო ჰარამისმხრიდანაც, რომელიც კამერუნში, ნიგერიასა და ჩადში მოქმედებს. ძალოვანები ვარაუდობენ, რომ ტერაქტების მოსაწყობად ტერორისტები ევროპაში, შესაძლოა, სწორედ აფრიკის ქვეყნებიდან გადავიდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში იეჰოვას მოწმეებზე ნადირობა იწყება
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე პარლამენტში მისვლას არ აპირებს