თამარ სანიკიძე პარლამენტში მისვლას არ აპირებს

უნივერსიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს. მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციაში თამარ სანიკიძის პირადი აზრი აინტერესებთ.

თამარ სანიკიძე პარლამენტში მისვლას არ აპირებს, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ ოპოზიცია ცდილობს ამ საკითხის მიზანმიმართულად პოლიტიზირებას. მთავარი არგუმენტი განათლების მინისტრის მხრიდან, თუ რატომ არ მივა ის პარლამენტში არის ის, რომ უნივერსიტეტსაც და ტექნიკურ უნივერსიტეტსაც საკუთარი ავტონომია გააჩნია.

“მიმდინარე პროცესებში მინიმალიზირებული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ჩართულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა, რადგანაც საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან ფაქიზ თემასთან, რომელსაც ჰქვია უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა და ავტონომია. ჩვენ ძალიან ვცდილობ, რომ ჩვენი ჩართულობა იყოს კონსტრუქციული და საჭიროებიდან გამომდინარე და პარლამენტში მიწვევა განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიის მხრიდან არის მცდელობა იმისა. რომ მოხდეს საკითხების კიდევ უფრო პოლიტიზირება”, -განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიISIS-ის მორიგი სამიზნე შესაძლოა ევროპის საზღვაო კურორტები გახდეს
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ტურისტივით რომ იცხოვროს, ეს უფრო მეტი პრობლემაა”