თამარ სანიკიძე: ლადო პაპავას საკითხის განხილვას აკადემიური საბჭო გვერდს ვერ აუვლის

tamar-sanikidze

ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, აკადემიურმა საბჭომ თავისი ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თსუ-ში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას საკითხის განხილვას აკადემიური საბჭო გვერდს ვერ აუვლის.

“ჩვენ ვნახეთ რა პროცესები წარიმართა. ჩვენ ვნახეთ ამ პროცესებში როგორ მონაწილეობდა აკადემიური საბჭო, რექტორი, რას აკეთებდნენ სტუდენტები, როგორი იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია აკადემიურმა საბჭომ თავისი ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულოს. განიხილოს ყველა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან მართლა არ იყო უნივერსიტეტში კარგი მდგომარეობა. თუ დაგვავიწყდება გუშინ და გუშინწინ რა ხდებოდა, ეს იქნება ძალიან ცუდი. პირდაპირ ვამბობ, ამას მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან კარგი იქნება, აკადემიურმა საბჭომ იმსჯელოს ყველაფერზე, მათ შორის რექტორის საკითხზე.

რაც შეეხება სტუდენტთა ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელთაც სამინისტროს ვადას 16 აპრილამდე მისცეს, მინისტრის შეფასებით, მუქარა აბსოლუტურად უადგილოა, თუ საუბარია გამოსასწორებელ პრობლემებზე.

“რამდენი დროც დაჭირდება ამ პრობლემების მოგვარებას, იმდენი უნდა დავუთმოთ, რადგან ნახევრად მოგვარებული პრობლემა, ვფიქრობ, არც ერთი მხარისთვის უნდა იყოს მისაღები”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, სამი დეპუტატი ავტოავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის მოადგილე პენტაგონის განცხადებას გამოეხმაურა