თამარ სანიკიძე: გადაბარების შემდეგ მეტი ინფორმაცია მექნება ჩემს სამომავლო საქმიანობაზე

tamar-sanikidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა, აღნიშნა, რომ სანიკიძე მათ გუნდთან ერთად მუშაობას განაგრძობს. ჟურნალისტებთან აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად თამარ სანიკიძემაც გააკეთა, თუმცა, იგი ჯერჯერობით არ საუბრობს თუ სად გააგრძელებს მოღვაწეობას:

„ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხია, რომელიც ეხება ახალ სასწავლო წელს, ასევე ამ პერიოდში მიმდინარეობს შესყიდვები, პირველ რიგში, ამაში ჩაერთვება ახალი მინისტრი, გადავაბარებთ ყველაფერს საფუძვლიანად, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს. დარწმუნებული ვარ, არავითარი ხარვეზი ამ მიმართულებებით არ გვექნება. გადაბარების პროცესს დავასრულებთ და მექნება უფრო მეტი ინფორმაცია ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე: ნებისმიერ ასეთ ეჭვს სჭირდება სათანადო გარკვევა, შესწავლა და გაანალიზება
შემდეგი სტატიასაზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება