თამარ სანიკიძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი ოფიციალურ ფორმატში არ განხილულა

tamar-sanikidze

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი ოფიციალურ ფორმატში არ განხილულა, – ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
“ოფიციალურ ფორმატში ეს საკითხი არ განხილულა, თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს მას უნდა ვესაუბროთ. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე უკმაყოფილო იქნება, პირიქით, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ამ საკითხის განხილვა პარტიულ ან სამთავრობო ფორმატში ნამდვილად არ ყოფილა,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა დავით სერგეენკომ და ოთარ დანელიამ განაცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება პატიმრები შეიწყალოს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს