თამარ ოქროპირიძე ირწმუნება, რომ სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობის შესახებ არაფერი სმენია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ოქროპირიძე ირწმუნება, რომ სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობის შესახებ არაფერი სმენია. მისივე მტკიცებით, მის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა.

როგორ შევაფასო რომ სასამართლო სისტემაში არის “კლანი”, როდესაც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა, – განაცხადა ოქროპირიძემ.

“მობრძანდით, დაგველაპრაკეთ. ჩვენგან გაიგეთ თუ რა ხდება რეალურად სასამართლო სისტემაში. თუ ამბობს ნებისმიერი საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ თუნდაც, პირობითად ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემაში არის „კლანი“, მაშინ უნდა დაასაბუთოს თუ რას ეფუძნება ეს გარემოება, რომელი „კლანი“, ვინ იგულისხმება ამ „კლანში“, რატომ არის „კლანი“. მე ხომ ვარ კონკრეტულად ერთ-ერთი მოსამართლე, მე ჩემს საქმიანობაში არასდროს არანაირი ჩარევა არ მიგრძვნია. აქედან გამომდინარე, მე ვარ ყველაზე ობიექტური შემფასებელი. „კლანი“ ხომ არის გარკვეული ზემოქმედების მოხდენა სასამართლო სისტემაზე, კონკრეტულ მოსამართლეებზე. მე ეს ინდივიდუალურ მოსამართლეს, არასდროს არ მიგრძვნია ჩემს საქმიანობაში. როგორ შევაფასო რომ სასამართლო სისტემაში არის „კლანი“, როდესაც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა,“- განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ მუდმივ მწვანე სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შესაცვლელია
შემდეგი სტატიახმაური ბათუმის საკრებულოში: ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა