თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლებულია

“თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლებულია”-ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იუწყება. “ეხო კავკაზა“ აღნიშნავს, რომ ის ვალდებულია, ე.წ. პროკურატურაში დილიდან, 09:30 საათზე კვლავ გამოცხადდეს, რათა დაკითხვა გაგრძელდეს. მეარაყიშვილის სახლი გაჩხრიკეს. ახლობლების ინფორმაციით, ე.წ. სამართალდამცველები გარკვეულ ლიტერატურას ეძებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალგორში, დღის მეორე ნახევარში დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი.  როგორც ირკვევა, ის გააჩერა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურის გამომძიებელმა, ალან ბიაზროვმა, რომელსაც არც გაჩერების მიზეზი უთქვამს და არც რაიმე საბუთი წარუდგენია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში 10 სექტემბერს ჩავა
შემდეგი სტატიაამ წუთებში ძლიერი ხანძარია წერეთლის 117-ში