თამარ მამეიშვილი: “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემა “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, კიდევ ერთი დაკავებული, თეონა ბერიძე და არასრულწლოვანი აქტივისტი გოგო ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ამაღლობელი პოლიციამ ხელმეორედ დააკავა.

“მზია ამაღლობელი ისევ დააკავეს, საშინელი შეხლა-შემოხლა და ჭყლეტა იყო რამდენიმე წუთის წინ სამმართველოს ეზოში.
განახლება: ასევე დაკავებულია აქციაზე მყოფი 2 მამაკაცი” წერს სოციალურ ქსელში თამარ მამეიშვილი

 

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან
შემდეგი სტატიაია ანთაძე მზია ამაღლობელს: ასლან აბაშიძემაც კი იცოდა, რომ შენი დაკავება შესაძლებელია, მაგრამ შენი შეშინება და შეჩერება – შეუძლებელია!