თამარ კვარცხელია: წალენჯიხაში 51 პირი თვითიზოლაციიდან გათავისუფლდა

ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს წალენჯიხაშიც ატარებენ.

როგორც „თაიმერთან“ საუბარში წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ექიმმა ეპიდემიოლოგმა თამარ კვარაცხელიამ განაცხადა, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაცი 51 პირს მოეხსნა. 18 ადამიანი ჯერ ისევ რჩება ამ რეჟიმში. ხვალ, 30 მარტს, დილით სამ მათგანს მოეხსნება თვითიზოლაცია.
თამარ კვარაცხელიას ინფორმაციით, 19 წალენჯიხელი კარანტინში იმყოფება. კარანტინი მოეხსნა 7 პირს. ერთი ადამიანი კარანტინში პოლიციამ გადაიყვანა. წალენჯიხის ერთი მკვიდრი კი თბილისში იმყოფება თვითიზოლაციაში.

 

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ზედა ეწერში მოსახლეობას სიცხეს უზომავენ
შემდეგი სტატიათბილისში ქვეითს მანქანა დაეჯახა