თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა

თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა. ამის შესახებ ის პოსტს Facebook-ზე აქვეყნებს. კორძაია წერს, რომ პარტიიის თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით გუშინ მიმართა და 6-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა.

“მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.

ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ”, – წერს თამარ კორძაია.

კორძაიას თქმით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სოფელ ჩუმლაყში აპრილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიასარჯველაძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება