თამარ კორძაია – „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმების პირობას

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო და „ქართული ოცნება“ ამ პირობას არღვევს.

„აბსოლუტურად ვიზიარებ ელჩის პოზიციას, რადგან ცალსახაა, რომ შეთანხმების თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმების ამ პირობას არგუმენტით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული.

თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის საკმარისი. მე, როგორც პარლამენტის ერთი წევრი, თავს ვალდებულად ვთვლი, ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა, რათა ხელი შევუშალო მოსამართლეების დანიშვნას. კანდიდატების სახელებს და გვარებს მართლაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათი პერსონალური განხილვა არ არის არსებითი საკითხი. არსებითია ის, რომ სისტემურად უდგება „ქართული ოცნება“ იმას, რომ არ შეასრულოს შეთანხმება. ამის ხელშემშლელი უნდა გავხდეთ პარლამენტის ის წევრები, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი: პრიორიტეტია ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ივნისისთვის