თამარ კორძაია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს, მტკიცე გადაწყვეტილებით, უარს ვეტყვით რუსეთს და სახელოვნად გავიმარჯვებთ:
“ზუსტად ორი თვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს კეთილდღეობას ევროპაში. მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს უარს სიღატაკესა და იზოლაციაზე.
ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც მომავალი თაობა იცხოვრებს ევროპულ საქართველოში და მიიღებს ევროპულ განათლებას, ექნება მომავლის იმედი. ზუსტად 26 ოქტომბერს ჩვენ ვეტყვით უარს რუსეთს და გავიმარჯვებთ სახელოვნად. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ვაწარმოებთ სამართლებრივ დავას საკონსტიტუციო სასამართლში, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ერთიანობით გავიმარჯვოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი კეთილდღეობა ევროკავგშირში, ამიტომ გელით 26 ოქტომბერს: ერთი გაფერადებით ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მომავალს!”, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თამარ კორძაიამ.