თამარ კორძაია : გუშინ ჩვენ დავინახეთ უკანონობის მთელი კასკადი, დღეს ვნახავთ, რა სიმაღლეებზე ავა სასამართლო

გუშინ ჩვენ დავინახეთ უკანონობის მთელი კასკადი, დღეს ვნახავთ, რა სიმაღლეებზე ავა სასამართლო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ სასამართლოში განუცხადა, სადაც 18 ნოემბერს, აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

“გუშინ ჩვენ დავინახეთ უკანონობის ზეიმი. დღეს ველოდებით რა მწვერვალებს მიაღწევს მოსამართლე, რადგან ველოდებით გადაწყვეტილებას, როგორი იქნება. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, როგორც გამამართლებელი, ანუ დარბაზიდან გაუშვან ყოველგვარი ჯარიმის გარეშე და ასევე, იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა. დღეს ერთადერთი დაგვრჩა სანახავი, რა სიმაღლეებზე ავა სასამართლო უკანონო გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – განაცხადა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშისექსუალური ხასიათის იძულებაში ბრალდებულს სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე : ჩვენ, ექიმები, მზად ვართ, ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ ვაჟა გაფრინდაშვილს