თამარ კორძაია: ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის

თამარ კორძაიას განცხადებით, “26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ გვინდა სიღატაკე იზოლაციაში. დღევანდელი ხელისუფლება არ გვპირდება არაფერს გარდა მტრობისა, შუღლისა და დაპირისპირებისა. დაპირისპირებითა და შუღლით ქვეყანა არ შენდება, მხოლოდ ინგრევა. ინგრევა როგორც სახელმწიფო, ასევე ადამიანური ურთიერთობები, ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს, ერთიანობით უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა, გვინდა თანამშრომლობა, გვინდა მეტი სამუშაო ადგილი, მეტი სიტყვის თავისუფლება, მეტი თავისუფალი სივრცე თუ არა.
ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის. ამიტომ არ დავიზაროთ და 26 ოქტომბერს, ერთი გაფერადებით წავიდეთ მარჯვნივ – კეთილდღეობით ევროპაში”,, – განაცხადა ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ჯაფარიძე: არჩევანი გვაქვს კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის და საერთაშორისო იზოლაციასა და ევროკავშირის წევრობას შორის
შემდეგი სტატიალაშა ბაქრაძე – ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, მე ვიტყოდი შიმშილს 41 ნომერთან ერთად ან 5 ნომერთან და ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ