თამარ კორძაია : მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, როდესაც უნდა წახვიდე პოლიტიკიდან

მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, როდესაც უნდა წახვიდე პოლიტიკიდან, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას – რჩება თუ არა ის პოლიტიკაში.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, არ შეიძლება ასე არაკეთილსინდისიერად მოექცე თუნდაც იმ ამომრჩეველს, რომელმაც მოგცა ხმა.
„არ შეიძლება იმედი გაუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც შენზე გააკეთა არჩევანი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, მისივე თქმით, ის რაც მოხდა, ეს არ არის ისეთი რთული გამოწვევა პარტიისთვის, რომ ვერ გაუძლოს.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ 38 წლისაა და არანაკლებად მძიმე გამოწვევისთვის გაუძლია. დღევანდელი დამარცხება ჩვენთვის არის კიდევ ერთ-ერთი გამოწვევა, რომ გავაანალიზოთ რა შეცდომა დავუშვით. მთავარია, ის, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პატივს სცემს მოსახლეობის არჩევანს, შევეცდებით უკეთ დავინახოთ მომავალში რა მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიდღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა არ გვაქვს – ბესელია
შემდეგი სტატიაავღანეთში 52-ე და 32-ე ბატალიონების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა