თამარ ხულორდავას თანაშემწემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

“არ გადადგა გახარია, გადავდექი მე” – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, მარიკა კირვალიძეს პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

მისი განცხადებით, მან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება იმ ვითარების გამო მიიღო, რომელიც რუსი დეპუტატების ქვეყანაში და შემდეგ პარლამენტში შემოყვანას მოჰყვა. კირვალიძე ამბობს, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან ადეკვატურ რეაგირებას ელოდა.

“მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა,რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა,რომ ეს დროულად მომხდარიყო. მომხრე ვარ, რომ აბსოლუტურად ევროპულ გზას დავადგეთ,”-ამბობს კირვალიძე.

banner
წინა სტატიაში“გახარია არის ტოქსიური სიმძიმე, რომელიც ჩაძირავს „ქართული ოცნებას“ – უგულავა
შემდეგი სტატიაგოგომ, რომელმაც 20 ივნისის აქციის დროს თვალი დაკარგა, „ნიუ ჰოსპიტალი“ დატოვა