თამარ ხულორდავა : განცხადებები, რაც გუშინ ისმოდა, არის ძალადობის პროპაგანდა და მოწოდება ძალადობისკენ

განცხადებები, რაც გუშინ ისმოდა, არის ცალსახად ძალადობის პროპაგანდა და მოწოდება ძალადობისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, ძალადობას სახელმწიფოს არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს.

„ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება საჯაროდ, ღიად და თავისუფლად. ეს არის სრულიად დაუშვებელი. პოლიციამ ძალიან სწორად იმოქმედა პარასკევს, როცა პირველად ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აუცილებლობა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა მომხდარიყო. იმედი მაქვს, ჩვენ შევინარჩუნებთ საღ გონებას, სიმშვიდეს და გავემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას. ეს ჩემთვის ცალსახად მიუღებელია. დროა ვიფიქროთ, დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა ერთი საკითხის გარშემო, ვის აძლევს ხელს. ეს ნამდვილად არ არის კარგი მომავლისთვის, ჩვენი განვითარებისთვის. ვწუხვარ, რომ ამ პროცესებზე გვიწევს დღეს კომენტარების გაკეთება, ნაცვლად იმისა, რომ ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე, უკეთეს დღეზე“, – განაცხადა ხულორდავამ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიამაზრზენია იმის ყურება რასაც ვასაძე აკეთებს
შემდეგი სტატია„დავიწყეთ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“