თამარ ხულორდავა ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების წარმომადგენელებისა და ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ბიურო მიზნად ისახავს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის მომზადებას, სადაც განისაზღვრება სხდომის დღის წესრიგი, განიხილება საერთო ინტერესების საკითხები და სამომავლო სამოქმედო გეგმა.

ხვალ, 14 სექტემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილია ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. კომიტეტი 24 ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე, შედეგებზე და მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელებს. საქართველოს ინტერესებისა და სამიტის შედეგების თანხვედრის უზრუნველსაყოფად კომიტეტის თავმჯდომარე პოლიტიკური ჯგუფების ხელძღვანელებს და წარმომადგენლებსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიპარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
შემდეგი სტატიააკრედიტაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის