თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ახლად შექმნილი ასოცირების შეთანხმების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ევრონესტის საპარლამენტო ასაბლეამ ასოცირების შეთანხმების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები აირჩია.

ასამბლეის ახალი ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასადა უკრაინის ევროკავშირთან გამორჩეული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამ ქვეყნების დაწინაურებულ პოზიციებს ასახავს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე უკრაინის უმაღლეს რადაში მიმდინარე მეექვსე სესიის მიმდინარეობა განიხილა და ახალი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები აირჩია.

ევროპარლამენტიდან ჯგუფს უხელმძღვანელებენ კლერ მუდი (სოციალ-დემოკრატების ჯგუფი, გაერთიანებული სამეფო) და დარიუშ როზატი (ევროპის სახალხო პარტია, პოლონეთი), ხოლო აღმოსავლეთ კომპონენტიდან – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

დღეს კიევში ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფმა ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი დელეგაციების შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა.

პარტნიორებმა მომავალი საქმიანობის ფორმატზე და სამუშაო მექანიზმებზე იმსჯელეს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს წვლილი შეიტანონ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში, გამოცდილების გაზიარებაში და ევროკავშირის ინსტიტუტების საყურადღებოდ საერთო პოზიციების ჩამოყალიბებაში.

როგორც თამარ ხულორდავამ სხდომის შეჯამებისას აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ახალი ჯგუფი ქმნის ახალ მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ევროინტეგრაციულ პროცესებს და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა
შემდეგი სტატიამომავალი წლიდან საჯარო და კერძო ბაღების მიერ ავტორიზაციის გავლა სავალდებულო გახდება