თამარ ხულორდავა: ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იხილება დღეს სტრასბურგში

ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იხილება დღეს სტრასბურგში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა.

იმედი მაქვს სასამართლო გაიზიარებს საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და პოზიციას. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უძლიერესი დამატებითი არგუმენტი იქნება ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის რუსეთს თავისი სახელი დაერქვას, მის აგრესორულ და ექსპანსიურ პოლიტიკას თავისი. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის და დეოკუპაციის მოთხოვნისადმი.

წარმატებები საქართველოს! წარმატებები იუსტიციის სამინისტროს!

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს