თამარ ხიდაშელს ეკა მიშველაძის განცხადებასთან დაკავშირებული საქმის შს სამინისტროსთვის გადაცემა დაუშვებლად მიაჩნია

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრ თამარ ხიდაშელს ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებასთან დაკავშირებული საქმის შს სამინისტროსთვის გადაცემა დაუშვებლად მიაჩნია.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო სტანდარტია, რომ თუკი არსებობს გონივრული ეჭვი სამართამდამცავი ორგანოს წარმომადგენლის დანაშაულებრივ ქმედებაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ, ეს ქმედება უნდა გამოიძიოს სხვა უწყებამ.
”სწორედ ამიტომ, დაუშვებლად მიმაჩნია პროკურატურის მხრიდან აღნიშნული საქმის შს სამინისტროსთვის გადაცემა“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
საქმე ეხება ეკა მიშველაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მასზე ფარული თვალთვალი ხორციელდებოდა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად შს სამინისტროს გადასცა.

banner
წინა სტატიაში,,დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების ბრალდებებს ტყუილს უწოდებს