თამარ ხიდაშელი – ფარული კადრების გავრცელებით პოლიტიკურ ცხოვრებას დანგრევა ემუქრება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებით პოლიტიკურ ცხოვრებას დანგრევა ემუქრება, რადგან აღნიშნული კადრების გავრცელება ადამიანების მორალური განადგურების მიზანს ემსახურება, – ასე აფასებს “რესპუბლიკელი” დეპუტატი თამარ ხიდაშელი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების მორიგ ფაქტს.
დეპუტატის აზრით, თუკი პროცესი არ შეჩერდა, შეიძლება შედეგები კატასტროფული იყოს.
ხიდაშელის თქმით, საქმეზე უსწრაფესი რეაგირება ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.
“ხელისუფლების უმთავრესი ვალია, დაუყოვნებლივ მოხდეს მომხდარის გამოძიება და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც განახორციელეს აღნიშნული კადრების ჩაწერა და შემდეგ მისი გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევში ჩვენ შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მივიდეთ”, – აცხადებს თამარ ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი – ფაქტია, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო გაამძაფრებს კომპრომატების ომს
შემდეგი სტატია“მაესტროს” სახელით ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართება