თამარ კეკენაძე: “თავისუფალი დემოკრატები” სრული შემადგენლობით ჭიათურისკენ ვიქნებით მობილიზებულნი

,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ მეორე ტურისთვის მზადებას იწყებენ.

მეორე ტურში გავიდა „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი. როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ კეკენაძე აცხადებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჭიათურის მეორე ტურს და პარტია სრული შემადენლობით გვერდით დაუდგება თეიმურაზ გაფრინდაშვილს.

,,პროცენტული სხვაობა თეიმურაზ გაფრინდაშვილსა და მის ოპონენტს შორის საკმაოდ მცირეა, ბრძოლას აზრი ექნება და მთელი ,,თავისუფალი დემოკრატები“ სრული შემადგენლობით ჭიათურისკენ ვიქნებით მობილიზებულნი, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მისივე განმარტებით, გუნდის გარეშე დარჩენილი გაფრინდაშვილი, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ჭიათურელების ინტერესების დაცვას შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონისთვის.

banner
წინა სტატიაშიახმედ იმამკულიევი: არ ვიცნობ არც ერთ დაკავებულს მარნეულში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური მოძრაობის” 27% მოულოდნელი იყო, მათ შეძლეს ამომრჩევლის მობილიზება