თამარ კეკენაძე : ოცნებასთან დიალოგი მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე უნდა შედგეს

პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები”-ს თავმჯდომარე თამარ კეკენაძე ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლო დიალოგის საკითხს გამოეხმაურა.

,თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის განმარტებით – ქართულ ოცნებასთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ ამ მოლაპარაკებების მიზანი ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ბათილად ცნობა და ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხები იქნება.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა არ არის მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის შეფასება. 8 ნოემბერს ჩვენმა მოსახლეობამ მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ ბოლომდე იბრძოლებს და არ აპირებს მიიღოს გაყალბებული არჩევნების შედეგები.

სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაა საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და თუ ოპოზიციური სპექტრის ნაწილი გადაწყვეტს წავიდეს ხალხის ნების წინააღმდეგ, რათქმაუნდა მათი ქმედებაც ადექვატურად შეფასდება მოსახლეობის მხრიდან.

სამწუხაროა, რომ გვიწევს იმის მტკიცება თუ რატომ არის მიუღებელი გაყალბებული არჩევნები. დემოკრატია ფუნქციურია და მუშაობს თუ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია არჩევნების გზით, მაშინ როდესაც თვითეულ მოქალაქეს აქვს განცდა, რომ არჩევნებში მონაწილეობით, თუნდაც ერთი ხმა განსაზღვრავს მისი, მისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს. როგორც კი დავუშებთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის აძლევ ხმას, მაინც იქ სადღაც ზემოთ წყდება არჩევნების შედეგები, ქართული ისედაც მყიფე დემოკრატია სრულად ჩამოიშლება.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუზე – არაფერი ჩაშლილა, ასეთი განცხადებები იწვევს გაუგებრობას, რაც ნამდვილად არ ეხმარება საერთო საქმეს
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : შესაძლოა, ვაშაძეს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან