თამარ ივერი: ბორჯომის გამგებელო ნაგვის მანქანა კვირაში ერთხელ არ უნდა ჩამოივლიდეს მოსახლობაში

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 01:05

თამარ ივერი: ბორჯომის გამგებელო  ნაგვის მანქანა კვირაში ერთხელ არ უნდა ჩამოივლიდეს მოსახლობაში

ბორჯომის გამგებელო! როცა ტურისტულ ქალაქზე გაქვს პრეტენზია,მთელ ქალაქში ორად ორი კუსტარული მანქანების სამრეცხაო არ უნდა გქონდეს და ამ ორიდანაც ერთი გაუქმებული და იმ მეორე დარჩენილ,ერთ კინკილა ბრეზენტის ფარდებაფარებულ სამრეცხაოში მინიმუმ 5 მანქანიანი რიგი👎 ასევე,ბატონო გამგებელო,ნაგვის მანქანა,კვირაში ერთხელ,დაუსწრებელი ფაკულტეტის ზარმაცი სტუდენტივით არ უნდა ჩამოივლიდეს მოსახლობაში და ერთადერთი ბუნკერი მხოლოდ ქალაქიდან გასასვლელ ხიდთან არ უნდა იდგეს.არ უნდა გქონდეს 2ლარიანი გადასახადი დაწესებული პარკში შესასველად,რაც ადრე არ იყო და რაც ასე ძვირია იმ ადამიანებისათვის,ვინც წყლის ასავსებად შედის პარკში ყოველდღე.და ეს თანხები რას ხმარდება??გაპარტახებულ და ზაფხულის სეზონამდე მიტოვებულ საბავშვო ატრაქციონებს? თუ პარკში მდგომ გაუბედურებულ,თითქოს ომისშემდგომ დანგრეულ შენობებს და დატბორილ,ტუალეტად ქცეულ ოდესღაც საცურაო აუზს?? სირცხვილია ელემენტარულად ბატონო გამგებელო!
ასევე აღარაფერს ვამბობ,ბაკურიანის ორმოებიან,დაზიანებულ და ტალახიან…ნათელაშვილის თქმის არ იყოს,ჯანმრთელ კენგურუს რომ გაუჭირდება გადახტომა ისეთ გზებზე.ასევე დიდველის ზემო საბაგიროს უხარისხო და უძვირესი კაფეებზე,სადაც ნახევარი საჭმელი ზედმეტად “გადაბრაწულობის”და “გადაზეთიანებულობის”გამო…ელემენტარულად უნდა დატოვო მაგიდაზე.ცეზარის სალათში ქათმის ფილე,თავისუფლად გამოდგებოდა “ტუფლის პადოშად”აი,ეს ქვეყანა ვართ,თუ ტერიტორია ვინმე კერძო პირის არ არის და ზედ არ დაჰკანკალებს(სასტუმრო “Borjomi Crown Plaza“ სი არ იყოს) ისე,ტურისტებისგან მხოლოდ მწვანე-მწვანე ფულების”წუწნა” გვიყვარს და სამაგიერო სერვისი და კომფორტი კი ჯერჯერობით ერთ-ორ ვარსკვლავიან დონეზეა.(ისიც,ორ ვარსკვლავს ვანიჭებ თუ გაგიმართლა და ქაღალდი მაინც დაგხვდა საპირფარეშოში) ერთადერთი რაც მართლა გსიამოვნებს,ეს ისევ შენი სამშობლოს მდიდარი ინფრასტრუქტურაა,რაც გავიწყებს ამ წყეულ სერვისების Технические Неурядиц-ებს”-წერს  ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 01:05

დღის ფოტო

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


7,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics