თამარ იარაჯულის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან თამარ იარაჯულის გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება და დადასტურებულად მიიჩნია იარაჯულის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტი და თამარ იარაჯული სამართალდამრღვევად სცნო. იმავდროულად სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლემ თამარ იარაჯული გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

”თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მოქალაქე თამარ იარაჯულის მიმართ.

სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად, თამარ იარაჯული პროტესტის გამოხატვის მიზნით იმყოფებოდა ბაგა-ბაღების სააგენტოს მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე. სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, მშობელი თ. იარაჯული არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი და გადასულიყო ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე. თამარ იარაჯული დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება და დადასტურებულად მიიჩნია თ. იარაჯულის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტი და თამარ იარაჯული სამართალდამრღვევად სცნო. იმავდროულად, სასამართლომ თამარ იარაჯული გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

სასამართლოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითამარ იარაჯული სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა
შემდეგი სტატია„პირადი ცხოვრების ფირი პირდაპირ კავშირშია ღარიბაშვილის გარემოცვასთან” – კალაძის ბანკი, თამაზაშვილი, იმერლიშვილი და საგანელიძე