თამარ გაბუნია – ვაქცინებზე ჯავშნების გაუქმება სერიოზული ხარვეზია, რაც მიუღებელია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ ვაქცინების მობილიზების პროცესში ქვეყანამ რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გააკეთა.

„ყველაფერი, რაც გვეყნის დონეზე შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო, გაკეთდა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ქვექნება საშუალება, რომ დეტალურად გავიაროთ ყველა ნაბიჯი და ვიმსჯელოთ, თუ იყო რამის გაკეთება შესაძლებელი და არ გაკეთდა. ჩემი შეფასებით, ვაქცინების მობილიზებისთვის რაც კი შეიძლებოდა ქვეყანაში გაკეთებულიყო, ნამდვილად შესრულდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „ასტრაზენეკაზე“ ჯავშნების გაუქმებას, საკითხზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, ეს სერიოზული ხარვეზიამ რაც მიუღებელია. გაბუნია აცხადებს, რომ ხარვეზს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პასუხი მოჰყვა და ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს მოკვლევა დაავალა.

„რა თქმა უნდა, ჯავშნების გაუქმება ხარვეზია და ჩვენთვის არც ერთ შემთხვევაში ნამდვილად არ არის მისაღები, როდესაც მოქალაქე მიდის აცრის ცენტრში, გეგმავს ჩაიტაროს აცრა და ის ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ დოზებს. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ხარვეზია, რასაც მოჰყვა ჩვენი პასუხი – აუდიტის სამსახურის მობილიზება, რათა ყველა დონეზე ასეთი ხარვეზების რისკები შეფასდეს და მოხდეს გადაზღვევა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში კათოლიკე მღვდლების მიმართ პედოფილიის შესახებ ახალი ბრალდებები გაისმა
შემდეგი სტატიაNCDC – ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული