თამარ გაბუნია – საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სოლიდარობის კვლევა“ ჯერ არ დაწყებულა, ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება.

„სოლიდარობის კვლევასთან“ დაკავშირებით, ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება. ქვეყანაში სამი ჯგუფისთვის მედიკამენტები ჩამოვიდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც ჩამოვიდა, უკვე კვლევის პროტოკოლიდან გაქრა. გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე რეალურად გაეშვება „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტის დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტიები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ. გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის აქტიური შემთხვევები კვლევაში ჯერჯერობით არ მონაწილეობენ.

„საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ, რომ ყოფილიყო კვლევა გაშვებული. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევრები ჩამოყალიბდებიან იმ პროტოკოლზე, რითიც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამას გავიზიარებთ. ჯერჯერობით წამალი არის, მაგრამ კვლევაში აქტიური პაციენტები ჩართულები არ არიან“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ძლიერი წვიმის გამო, დატბორილია რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლები
შემდეგი სტატიაჩუგოშვილი-მთავრობას საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება სჭირდება, რათა საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეძლოს