თამარ გაბუნია – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კი, უკიდურესად საყურადღებო. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რამდენიმე დიდი ქალაქი 10 -15%-ით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს, მათ შორის არის თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.

„ეპიდემიური მდგომარეობა რთულია. 5000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული გასული 24 საათის განმავლობაში. გარდაცვალების რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, რაც უკიდურესად საყურადღებოა. ჰოსპიტალში მობილიზებულია 8871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6648, მათ შორის, 1640 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამასთან, ფუნქციონირებს კოვიდსასტუმროები და 45 ათასამდე პაციენტი იმყოფება ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს წევრ ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით მეტი ქმედითი ნაბიჯებისაკენ მოუოწოდა
შემდეგი სტატიაგაბუნია – „მწვანე საშვს“ არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი, თუ ეს მექანიზმი ამოქმედდება, გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი უნდა მიეცეს ადამიანებს