თამარ გაბუნია: ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს

ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გადარიცხა. მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლეობის 20 პროცენტის სამყოფი დოზის მოთხოვნა შეუძლია და საჭირო თანხა მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 ადამიანი