თამარ გაბუნია – მოვლენები სწრაფად, პოზიტიური კუთხით ვითარდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ასტრაზენეკას ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთვის ტექნოლოგიურად ყველაზე ახლოს სწორედ ასტრაზენეკას ვაქცინაა. შესაბამისად, გაბუნიას თქმით, რაც უფრო სწრაფად დაიწყება ევროპის რეგიონში მისი აღიარება და გავრცელება, მით მეტი შანსი აქვს საქართველოს, ასტრაზენეკას ვაქცინა მიიღოს იმაზე ადრე, ვიდრე ეს „კოვაქს-პლატფორმიდან“ იქნება შესაძლებელი.

გაბუნია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „კოვაქს-პლატფორმიდან“ ვაქცინის მიღებას საქართველო დაახლოებით აპრილის თვისთვის ელოდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანასთანაც, რომ მათ თავიანთთვის შეძენილი ვაქცინის ნაწილი საქართველოს გადასცენ.

„ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელდა. ბრიტანეთმა უკვე ოფიციალურად მიიღო ასტრაზენეკას ვქცინა, ავტორიზაცია მისცა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენთვის ტექნოლოგიურად ყველაზე ახლოს არის ასტრაზენეკა. ამდენად, რაც უფრო სწრაფად დაიწყება ევროპის რეგიონში მისი აღიარება და გავრცელება, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს ჩვენ, რომ ადრე მივიღოთ ასტრაზენეკას ვაქცინა, ვიდრე ამას გააკეთებს „კოვაქსის პლატფორმა“.

„კოვაქსის პლატფორმიდან“ ვაქცინის მიღებას ჩვენ ველოდებით სადღაც აპრილის თვისთვის, თუმცა მანამდე ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთთვის შეძენილი ვაქცინის ნაწილი გადმოგვცენ. ამ ტიპის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და გარკვეულად, ამ წინადადებებს, რა თქმა უნდა, რეალური პერსპექტივა აქვს, ვფიქრობთ, რომ სადღაც მარტისთვის შეიძლება უკვე რეალურად ვილაპარაკოთ ვაქცინაციის დაწყებაზე.

მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ვითარდება პოზიტიური კუთხით. ამდენად, ვაქცინაციის დაწყების მომენტი შეიძლება უფრო სწრაფად დადგეს, ვიდრე ჩვენ დღევანდელი მოლოდინიდან გამომდინარე გვაქვს გაზაფხულის თვეები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამს, გაბუნიას განცხადებით, ლუგარის ცენტრი მუშაობს, რათა შეისწავლოს, ხომ არ ფიქსირდება ამ ტიპის შტამის ცირკულაცია ქვეყანაში.

„ჯერჯერობით მიდის ამაზე მუშაობა. კონკრეტული შემთხვევები იდენტიფიცირებული ამ დროისთვის ჩემთვის ცნობილი არ არის. უნდა მუვყვეთ მივლენების განვითარებას“, – განაცახდა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – საახალწლო პერიოდში ნებისმიერი აქტივობა რისკის მატარებელია, იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების გარკვეულ მატებას ველით
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – არ შეიძლება, თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი