თამარ გაბუნია – „დექსამეტაზონმა“ აჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში

„დექსამეტაზონი“ არის პირველი მედიკამენტი, რომელმაც უჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„უნდა დაველოდოთ, რა შედეგები იქნება. ჯერჯერობით ერთეული პაციენტიც ვერ მოხერხდა, კვლევაში ჩართულიყო, რადგან არ მოხდა ისეთი მძიმე მდგომარეობის და იმ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რასაც სოლიდარობის კვლევა მოითხოვს. ამდენად, ჩვენ მზაობა გვაქვს და როგორც კი იქნება ამის შესაძლებლობა, ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება „რემდესივირი“ ფიზიკურად ქვეყანაში ჩამოვიდეს, თუმცა დღეს უკვე გარკვეულად შეიცვალა მოლოდინები და მიმართულებები. უფრო სხვა მედიკამენტებზე კეთდება აქცენტი, მაგრამ სოლიდარობის კვლევა აქტიური რჩება და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვრჩებით სოლიდარობის კვლევის ნაწილი. „დექსამეტაზონი“ გახლავთ ის მედიკამენტი, რომელმაც უჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში და დღეს „დექსამეტაზონზე“ არის საუბარი, რომ ეს არის გარკვეულწილად გარდატეხა ვირუსის მართვის პროცესში. ამდენად, ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და აქცენტს გავაკეთებთ იმ მედიკამენტებზე, რომელთა ეფექტიანობა დადასტურდა, მაგრამ ამის პარალელურად, სხვა კვლევებშიც გავაგრძელებთ მკურნალობას“,- განაცხადა გაბუნიამ

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დავამთავროთ ერთპარტიული მმართველობა”
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამუშაო შეხვედრა გამართა