თამარ გაბუნია – დასახლებულ პუნქტებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება

პირველ რიგში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოების პროგრამა, როგორც ბზნესგარემოში, ასევე დასახლებულ პუნქტებში, სადაც იკვეთება შემთხვევების მატება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასახლებულ პუნქტებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება.

„დასახლებულ პუნქტებში კონტქატების მოძიება გრძელდება და ინტენსიური ტესტირების პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება.

„მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია უკვე დაწესებული, რეგულაციების ზედმიწევნით აღსრულება. ჩვენი შრომის ინსპექტირების სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ჩართულები არიან აღსრულების პროცესში, მათ შორის პირბადის სწორად ტარების მონიტორინგს და კონტროლს აძლიერებენ. თუმცა საზოგადოების პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ვაქცინაცია
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე ანტიკორუფციულის თანამშრომლებმა ხულოში ორი პირი დააკავეს