თამარ გაბუნია – დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, ამაზე საუბარი ნაადრევია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების ნიშნებია და ეს არ ნიშნავს, რომ პიკის პერიოდმა გაიარა.

„ჯერჯერობით ჩვენ გაუმჯობესებაზე ვერ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ სტაბილიზაციაზე, თუმცა კლება და იმისი დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს ეპიდემიის მიმდინარეობაში, ცოტა რთულია და ამაზე საუბარი ნაადრევია. როგორც იცით, თითოეული შემსუბუქება დდა ისევ შეზღუდვა საჭიროებს ორკვირიან ინტერვალს იმისთვის რომ შედეგებინმეტად თვალსაჩინო იყოს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ შემთხვევევაში არ უნდა ვიჩქაროთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია
შემდეგი სტატიათბილისში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება