თამარ გაბუნია – არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძმღვანელის მოვალეობას დროებით შეასრულებს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება.

„ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. მე ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს.

კითხვაზე, სთხოვა თუ არა ჯანდაცვის მინისტრმა ამირან გამყრელიძეს თანამდებობის დატოვება, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ასეთი თხოვნა არ ყოფილა.

ამირან გამყრელიძემ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიარც მაშინ და არც ახლა, ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ მეპარება – მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე
შემდეგი სტატიაომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა