თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლოა, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე დაუშვან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე დაუშვან.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, აღნიშნულ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით წესების ერთი პაკეტი მომზადებულია. თუმცა ჩვენ მუდმივად, მიმდინარე რეჟიმში ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა თუ სადმე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა, ეს აისახოს. ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში გლობალურ რეკომენდაციებს. ვფიქრობ, უკვე ამ კვირის ბოლომდე ეს მუშაობა დასრულდება საბოლოოდ და მომდევნო კვირისთვის გვექნება იმის საშუალება, რომ დეტალურად გავაცნოთ საზოგადოებას დასრულებული და საბოლოო პაკეტი.

არ ვჩქარობთ ამ პაკეტში ცვლილებების შეტანას. იმდენად სწრაფად იცვლება რეკომენდაციები, დაველოდებით ყველაზე მიახლოებულ თარიღს გამოცდებისთვის, რათა თუ შესაძლებელია რაიმე ტიპის შემსუბუქება იმ შეზღუდვების, რომელიც არის დაწესებული, ეს აისახოს პაკეტში. ძირითადად იყო მოთხოვნა გამოცდის პროცესში პირბადეებთან დაკავშირებით. ამაზე მიდის მუშაობა და როგორც კი გვექნება დასრულებული რეკომენდაციები, რა თქმა უნდა შევატყობინებთ საზოგადოებას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე: როგოც ჩანს „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა